რაულ ხაჯიმბა აფხაზეთში რუსული ფულის გაფლანგვის შესწავლას იწყებს

  დე ფაქტო აფხაზეთის „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა რუსეთის ფედერაციიდან წამოსული ფინანსური სახსრების მოხმარების გადამოწმების ბრძანება გასცა. თანხა დე ფაქტო აფხაზეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის 2005 წლიდან მიეწოდებოდა.
2011 წლის იანვარში კი რუსეთის კონტროლის პალატამ საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შემოწმების შედეგად დარღვევები 346,8 მილიონ რუბლზე აღმოაჩინა.
„ბოლო წლების განმავლობაში მიღებული 30 მილიონი რუბლი სწორად რომ მიწოდებოდათ მოქალაქეებს, დღეს, რასაკვირველია, ეს ადამიანებს სარგებელს მოუტანდა“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
გარდა ამისა, ხაჯიმბას განცხადებითვე, დადგენილია „ფულის ნაკადის აფხაზეთის ფარგლებს გარეთ გადინების შესახებ“.
დარღვევების დეტალების დასადგენად ხაჯიმბა პროკურატურის ეფექტური მუშაობის იმედი აქვს. „პრეზიდენტის“ თქმით, მან პროკურატურას ყველა სტრუქტურის გადამოწმება დაავალა, მათ შორის „პრეზიდენტის ადმინისტრაცია“.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმაციით, 200-დან 2012 წლამდე დე ფაქტო აფხაზეთმა რუსეთისგან 16 მილიარდზე მეტი რუბლი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები