1 იანვარი

10:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო კონფერენცია “კავკასიის სიძველეები მსოფლიო მუზეუმების საცავებში” გაიხსნება.
10:00
“ჰოლიდეი ინნ-ში” საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაციასთან (საფრანგეთი), ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო – საქართველოსთან პარტნიორობით კონფერენციას “სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის” გამართავს.
11:00
„მაკდონალდსში“ საქველმოქმედო აქცია „გაუგზავნე ემოცია“ იწყება. აქციის პრეზენტაცია, რუსთაველის გამზირზე მდებარე „მაკდონალდსის“ რესტორანში გაიმართება.
11:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმოადგენელი გია ვოლსკი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ნოდარ ნათაძე და თენგიზ დიხამინჯია განცხადებას გააკეთებენ.

11:00
თბილისის მერიაში, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით თათბირს გამართავს. მისამართი: შარტავას 7
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგლა აგულაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: პრეზიდენტის ვეტო ფარულ მოსმენებზე, 15 ნოემბრის აქცია.
12:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ჟორჟოლიანი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
12:00
სასტუმრო “Rooms Hotel Tbilis”-ში საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია და იურიდიული დახმარების სამსახური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
12:00
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” ხელმძღვანელი თინათინ ნიბლოშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: როგორია საზოგადოების დაკვეთა მოსმენებთან დაკავშირებით და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მოსმენების შესახებ კანონზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოულოდნელ გადაწყვეტილებას. მისამართი: მარჯანიშვილის ქ. №16, კორპუსი №4. სადარბაზო №1 საკონტაქტო პირი: ქეთევან შერვაშიძე 555 64 63 12

12:00
“მოსიარულე ბიბლიოთეკა”, “ვისოლის” დიღმის ბენზინგასამართი სადგურიდან (მე-13-ე კმ.) აიღებს გეზს და მცხეთას, წეროვანსა და დუშეთს ესტუმრება.
13:00
თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან, მსვლელობა “ვარდისფერი მსვლელობა ეივონთან ერთად” გაიმართება.
14:00
ქართული ციფრული სააგენტო Leavingstone-ის ორგანიზებით, Leavingstone-ის პარტნიორი კომპანიების მარკეტინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, Google-ის ექაუნთ სტრატეგისტი მეთიუ საზერნი და უფროსი ექაუნთ სტრატეგისტი ჯეი პატელი, Google-ის ციფრული სარეკლამო სერვისების პრეზენტაციას გამართავენ. მისამართი: სასტუმრო „რედისონი“, შეხვედრების ოთახი N6
15:00
ზუგდიდის ენგურქაღალდ კომბინატის კულტურის სახლში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი ვეტერანებს შეხვდება.
17:00
მეექვსე საავტორო სკოლაში (სოლოლაკში) სანოტო კრებულის “ნანინა”-ს პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: ლ. ასათიანის ქ. №28

17:00
სადღესაწაულო ცენტრი “My Wonderland” ფონდ “იავნანასთან” ერთად, საქველმოქმედო ღონისძიებას “ავუხდინოთ ბავშვებს ოცნებები” გამართავს. მისამართი: შარტავას ქ. №30
20:00
კლუბში „ფორმულა 51” – ში, გერმანელი დიჯეი და პროდიუსერის High-Tech Minimal-ის ავტორი ბორის ბრეჟა ჟურნალისტებს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები