არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დღეებში გლოვა, ტირილი არ შეიძლება, ეს არის აღდგომის სიხარული და ჩვენი სარწმუნოება გვეუბნება, რომ თითოეული ადამიანი ისევ აღდგება

“ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს”, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა განაცხადა.

მან ბრწყინვალე შვიდეულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ბრწყინვალე შვიდეულის დღეები მართლაც რომ განსაკუთრებულია. იცვლება ლოცვების ტიპიკონი, დილის და საღამოს ლოცვები სხვაგვარად წაიკითხება, არ კეთდება მეტანიები და თითოეული ეს დღეს უნდა ვეცადოთ, რომ ღმერთთან ახლოს და სიკეთეში გამოვიყენოთ. წლების წინ ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომ აღდგომის მეორე დღეს ადამიანები საფლავზე გადიან. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დღეებში გლოვა, ტირილი არ შეიძლება, ეს არის აღდგომის სიხარული, რომელიც გვეუბნება, რომ თითოეული ადამიანი ისევ აღდგება და ეს სიხარული და ნუგეში ყველა ადამიანს უნდა გვქონდეს“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები