თეონა გეგელია ალეკო ელისაშვილს: შენ უკიდურესად სამარცხვინო ხარ

„ჩემო საყვარელო მეგობარო ალეკო, შენ ხარ უკიდურესად სამარცხვინო ხარ“, – ამ შინაარსის ტექსტს ალეკო ელისაშვილის ფოტოსთან ერთად ფეისბუქის პირად გვერდზე გადაცემა „სუბიექტური აზრის“ ყოფილი წამყვანი თეონა გეგელია აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, გადაცემა „სუბიექტურ აზრს“ ტელეკომპანია „მაესტროზე“ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი წაიყვანს. “კვირა“ ინფორმაციის გადამოწმებას თავად ალეკო ელისაშვილთან შეეცადა, თუმცა ელისაშვილმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. შეგახსენებთ, რომ „სუბიექტური აზრის“ წამყვანებმა: დიანა ტრაპაიძემ და თეონა გეგელიამ არხი რამდენიმე დღის წინ დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები