თეირანი აცხადებს, რომ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს დაუყოვნებლივ უპასუხებს
ირანის შეიარაღებული ძალები აშშ-სა და ისრაელის მიერ ისლამური რესპუბლიკის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელებულ ნებისმიერ თავდასხმაზე გადამწყვეტ და ფართომასშტაბიან რეაგირებას მოახდენს.
ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
“ამ ტიპის მუქარა, ფაქტობრივად, ომის დანაშაულებისა და გენოციდის ლეგიტიმაციის მცდელობაა. თუ ის განხორციელდება, ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები უდავოდ გადამწყვეტ და ფართომასშტაბიან რეაგირებას მოახდენენ“, – ციტირებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური უწყების Telegram არხზე გამოქვეყნებულ განცხადებას.
შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმით დაიმუქრა, თუ ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება.