აშშ-მა და ისრაელმა ირანის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის გეგმა მოამზადეს

აშშ-სა და ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა მასშტაბური ერთობლივი დარტყმების გეგმა შეიმუშავეს, რომელიც ირანის ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას ისახავს მიზნად.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული პორტალი Axios-ი, წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებს.

პორტალის წყაროების ცნობით, მომზადებული სამხედრო გეგმის განხორციელება, ვაშინგტონის მიერ ირანთან მოლაპარაკებების დროს წინასწარი შეთანხმების მისაღწევად დადგენილი ვადების ამოწურვამდე გადაიდო.

5 აპრილს Axios-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 7 აპრილისთვის ირანთან შეთანხმების დადების დიდი შანსი არსებობს.

მანამდე, Truth Social-ში, ის ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმით დაიმუქრა, თუ ირანი 6 აპრილამდე ჰორმუზის სრუტეს არ გახსნიდა. გარდა ამისა, როგორც Axios-მა აღნიშნა, ამერიკელმა ლიდერმა ირანთან პოტენციური შეთანხმების დადების ვადა 24 საათით – 7 აპრილის საღამომდე გაახანგრძლივა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები