ევროკავშირის საბჭომ ირანის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების 2027 წლის 13 აპრილამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.
საბჭოს ცნობით, ეს ზომები მოიცავს ფიზიკური და იურიდიული პირების შესვლის აკრძალვას და აქტივების გაყინვას, ასევე, ირანში იმ აღჭურვილობის ექსპორტს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას რეპრესიებისა და ტელეკომუნიკაციების მონიტორინგისთვის.
ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ასევე ეკრძალებათ სიაში შეტანილი ფიზიკური და იურიდიული პირებისა და ორგანიზაციებისთვის დაფინანსების მიწოდება.
ამჟამად, შეზღუდვები 262 ფიზიკურ და 53 იურიდიულ პირს ეხება.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები, რომლებიც პირველად 2011 წელს შემოიღეს, ყოველწლიურად განახლდება. 2022 წლიდან ევროკავშირმა მკვეთრად გაამკაცრა ეს ზომები და რამდენიმე ახალი სანქციების პაკეტი მიიღო.