მედიაჰოლდინგი “კვირა” პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

მედიაჰოლდინგი “კვირა” მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ილია მეორის სახელი რწმენის, ტრადიციების და ეროვნული იდენტობის დაცვას უკავშირდება. მისი გარდაცვალებით ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დასრულდა ეპოქა იმ ადამიანისა, რომელიც ღირსეულად, თავდადებით, უანგაროდ ემსახურა საქართველოს.

ილია მეორის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია. მისი მოღვაწეობა სიყვარულის, თავმდაბლობის, მოთმინების და მსახურების მაგალითი იყო. ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ, მისი გარდაცვალება საქართველოსთვის უდიდესი ტრაგედიაა.

მარადიული ხსოვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულს.

“კვირა” უსამძიმრებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და სრულიად საქართველოს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები