ნორლანდი: აშშ-ს აქვს სრული ნდობა მინისტრ ალასანიასა და თავდაცვის სამინისტროს გუნდისადმი
საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი თავდაცვის სამინისტოს მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.ნორლამდის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სრული ნდობა მინისტრ ირაკლი ალასანიასა და თავდაცვის სამინისტროს გუნდისადმი.
“ვიცი, რომ მთელი რიგი კითხვები გაჩნდა ამ გამოძიებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ხაზს გავუსვამ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სრული ნდობა საქართველოს, როგორც თავდაცვისა და სამხედრო სფეროში პარტნიორის მიმართ, იქნება ეს ნატოს ფარგლებში, თუ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებში. აშშ-ს აქვს სრული ნდობა მინისტრ ალასანიასა და თავდაცვის სამინისტროს გუნდისადმი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოძიება წარიმართება და მასთან თანამშრომლობა იქნება. ყოველთვის, როდესაც კორუფიუცასთან დაკავშირებით წარმოიშვება ბრალდება, აუცილებელია, გამოძიების სრულფასოვნად წარმართვა. ჩვენ მივესალმებით ასეთ გამოძიებას, მაგრამ როგორც ყოველთვის, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოძიება წარიმართოს მართლმსაჯულების პროცესისა და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტის დაცვით”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.