ნიკა გვარამია საგანგებო განცხადებას ავრცელებს: “ბრავოს” ეთერიდან გოგა ხაჩიძე მოხსნილია

ამალია ჯიბლაძის ირგვლივ ატეხილ სკანდალს “რუსთავი 2”-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება. ის განცხადებას არხის სახელით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და აცხადებს, რომ ამალია ჯიბლაძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ცოცხლად იმღერა და არა ფონოგრამით.
ამასთან, გვარამიას თქმით, “ბრავოს” ხვალინდელი ეთერიდან არხის გადაწყვეტილებით მოიხსნა პარლამენტის წევრი, ბატონი გოგა ხაჩიძე.
“არხის სახელით მინდა განვაცხადო:
1. ქალბატონმა ამალია ჯიბლაძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იმღერა ცოცხლად და არა ფონოგრამით;
2. ვწუხვარ, რომ ქართული ესტრადის ფონოგრამაზე გაწაფული წარმომადგენლები ვერ (ან შეგნებულად არ) ასხვავებენ ერთმანეთისგან ფონოგრამას და ეთერში გასაშვებ დამუშავებულ ვიდეოს, რა დროსაც მუშავდება მათ შორის ხმაც და ხდება მონტაჟი, რა დროსაც შესაძლებელია ეთერში გამოსახულების და ხმის აცდენა;
3. არ მივიჩნევთ შესაძლებლად, მომავალში რაიმე სახით ვითანამშრომლოთ იმ პირებთან, ვინც არხი პრაქტიკულად თაღლითობაში დაადანაშაულა. შესაბამისად, “ბრავოს” ხვალინდელი ეთერიდან არხის გადაწყვეტილებით მოიხსნა პარლამენტის წევრი, ბატონი გოგა ხაჩიძე.
4. თუ რაიმე ეჭვები კიდევ არსებობს უნიჭიერესი ქალბატონი ამალიას შესაძლებლობების შესახებ, უყურეთ ოთხშაბათს “სხვა შუადღეს”.
P.S. ეს პირადად ჩემგან: მომღერალმა და არამომღერალმა ქართველმა ლუზერებმა 2 დღეც ვერ აიტანეს არსაიდან მოსული ნიჭიერი ქალის პოპულარობა. სამარცხვინო ბოღმები”, – წერს გვარამია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები