გეკა გელაძემ თურქეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მისი გაღრმავების მნიშვნელობას.

მინისტრმა თურქ დიპლომატს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის, ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ეფექტიანი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები