„მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის“ ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე: სამინისტრო დღეს უკვე მოვიდა კონკრეტული შედეგებით ჩვენი დასმული საკითხების მიმართ, რომელიც მოიაზრებს საკანონმდებლო პროექტს ქონების გადასახადის კუთხით და ასევე სხვა საკითხებს
სამინისტრო დღეს უკვე მოვიდა კონკრეტული შედეგებით ჩვენი დასმული საკითხების მიმართ, რომელიც მოიაზრებს საკანონმდებლო პროექტს ქონების გადასახადის კუთხით და ასევე სხვა საკითხებს, – ამის შესახებ „მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, გიორგი მარგებაძემ ეკონომიკის მინისტრთან გამართული გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დარგი ამ ყველაფერს მიესალმება.
„მინისტრთან გამართულ წინა შეხვედრაზე დაისვა საკითხები დეველოპერებისა და ბიზნესის მხრიდან და მგონი, პირველად ხდება, რომ სამინისტრო დღეს უკვე მოვიდა კონკრეტული შედეგებით ჩვენი დასმული საკითხების მიმართ, რომელიც მოიაზრებს საკანონმდებლო პროექტს ქონების გადასახადის კუთხით და ასევე სხვა საკითხებს. დარგი ამ ყველაფერს მიესალმება“, – აღნიშნა მარგებაძემ.
ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება.