ლევან ვეფხვაძე: გაჩერებული სექტორი გადადის აქტიურ მოძრაობაში და ამ აქტიური მოძრაობის შედეგი უნდა იყოს ის ინვესტიციები, რომლებიც ამ ქვეყანაში უნდა შემოვიდეს

მთავარი მიზანია, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება საკუთარი ენერგეტიკული რესურსებით მივაღწიოთ, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

„ვხედავთ, რომ არის აქტიური მოძრაობა – იმ ძველი პრობლემების მოგვარება, რომლებიც წლების განმავლობაში დაგვიგროვდა; იმ საკითხების გადაწყვეტა, რომლებსაც ინდივიდუალურად პროექტების სახით საჭიროა, მეტი ყურადღება დაეთმოს და ა.შ. ასე რომ, გაჩერებული სექტორი გადადის აქტიურ მოძრაობაში და ამ აქტიური მოძრაობის შედეგი უნდა იყოს ის ინვესტიციები, რომლებიც ამ ქვეყანაში უნდა შემოვიდეს და ყველაზე მთავარი მიზანი, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება საკუთარი ენერგეტიკული რესურსებით მივაღწიოთ“, – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები