„გრედა“-ს აღმასრულებელი დირექტორი: ჩვენ მივედით იმ შედეგამდე, რომ უახლოეს პერიოდში ჰიდროენერგეტიკის, მზისა და ქარის მიმართულებით არაერთი აშენებული პროექტი გვექნება

ჩვენ მივედით იმ შედეგამდე, რომ უახლოეს პერიოდში ჰიდროენერგეტიკის, მზისა და ქარის მიმართულებით არაერთი აშენებული პროექტი გვექნება, – ამის შესახებ „გრედა“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის გამართულ შეხვედრებზე ყველა კრიტიკული თემა იყო განხილული, რომელიც აწუხებს სექტორს და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იყო ძალიან სწრაფი.

„ცალსახად უნდა ითქვას, რომ იმ არაერთჯერად შეხვედრაზე, რომელიც შედგა სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის, იყო ყველა კრიტიკული თემა, რომელიც აწუხებს სექტორს და ძალიან სწრაფი იყო რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივედით იმ შედეგამდე, რომ უახლოეს პერიოდში ჰიდროენერგეტიკის, მზისა და ქარის მიმართულებით არაერთი აშენებული პროექტი გვექნება.

ფაქტია, რომ ინიციატივები, რომლებიც „გრედა“-ს გააჩნდა და წლების განმავლობაში ჩვენი პროექტი იყო ნამდვილად თაროზე, დღეს უკვე მისი განხილვა საპარლამენტო ნაწილში გადაინაცვლებს. ამას ემატება მეორე მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 მგვ-ზე არსებული შეღავათების 5 მგვტ-ზე აწევას. ეს ცოტა ხნის წინ დაინიცირებული მნიშვნელოვანი წინადადებაა, რომელიც უმალვე იქნა გაზიარებული სახელმწიფოს მხრიდან და ძალიან მალე ჩვენ გვექნება ამ მიმართულებითაც შედეგი“, – აღნიშნა მაია მელიქიძემ.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები