“როდესაც ვინარჩუნებთ მშვიდობას და აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმულია იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს მშვიდობა, ეს მავნებლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც რეპუტაციის შემლახველია ჩვენი ქვეყნისთვის” – მაჭავარიანი

“როდესაც ვინარჩუნებთ მშვიდობას და აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმულია იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს მშვიდობა, ეს მავნებლები ავრცელებენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც, ერთი მხრივ, რეპუტაციის შემლახველია ჩვენი ქვეყნისთვის, მეორე მხრივ კი ცდილობენ, რომ ამ განცხადებებით საქართველოში უბედურება დაატრიალონ და ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა.

ის  ირანულ გავლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„თუ მათ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ იმასთან დაკავშირებით, რასაც ავრცელებენ, მაშინ შესაბამის უწყებებს რატომ არ მიაწოდეს და თუ ჰაერზე საუბრობენ (რაშიც დარწმუნებული ვარ), რა თქმა უნდა, მათ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ. დიდი იმედი მაქვს, რომ სუს-ი ბოლომდე მიიყვანს ყველაფერს და ამ უსამშობლოებს პასუხს აგებინებს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები