სოზარ სუბარი – ლომჯარიაზე: სანამ სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი

“სანამ სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი,” – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა ნინო ლომჯარიას განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საინტერესოა კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა გაცილებით ნაკლებ მტკივნეული იქნებოდა, ვიდრე სანქციებზე უარის თქმა.

„სანამ სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი. კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა გაცილებით ნაკლებ მტკივნეული იქნებოდა, ვიდრე სანქციებზე უარის თქმა. იმ სანქციებზე უარის თქმა, რომელიც საქართველოს უბრალოდ დაანგრევდა და ჩვენს ეკონომიკას ჩამოაქცევდა.
კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ როდესაც ადამიანი ცხელი ბომბების წვიმას ნატრობს საქართველოში, ეს მტრობაა ჩვენი ქვეყნის თუ მიაჩნია, რომ სწორედ ეგ არის ჩვენი შეშველება, რამდენიმე ცხელი ბომბი ავაცილოთ სხვა ქვეყანას, რათა ჩვენი ქალაქები და სოფლები დავანგრიოთ. ჩვენი ბავშვები და ქალები დაიხოცონ. აი, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა იქნებოდა საინტერესო“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, გუშინ ნინო ლომჯარია, სხვა თანამოაზრეებთან, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ე.წ. „ახალი გაერთიანების“ წევრებთან ერთად გერმანიის ელჩთან იმყოფებოდა და შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები