ირაკლი ჭეიშვილი – ირანის თემაზე გაკეთებულ განცხადებებზე: არ შეიძლება, რომ აბრალებდე ქვეყანას იმას, რაც არ არსებობს
„არ შეიძლება, რომ აბრალებდე ქვეყანას იმას, რაც არ არსებობს,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ირანის თემასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებულ საჯარო განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც მთელი რეგიონი ცეცხლის ალშია გახვეული და გამოდიხარ და ამბობ, რომ თურმე, ტერორისტული სკოლაა, რას მოუწოდებ იმ ქვეყნებს, ვინც ებრძვის ტერორიზმს, რომ საქართველოში მოახდინოს სამხედრო ინტერვენცია?!
„არ შეიძლება, რომ აბრალებდე ქვეყანას იმას, რაც არ არსებობს, ზოგადად იდეაში მსგავსი ფაქტი. დღეს, როდესაც მთელი რეგიონი, მეზობლები, თითქმის ყველა არის ცეცხლის ალში გახვეული და შენ გამოდიხარ და ამბობ, რომ თურმე, ტერორისტული სკოლაა და რაღაც მსგავსი სწავლება ამ სკოლაში, ანუ რას მოუწოდებ იმ ქვეყნებს, ვინც ებრძვის ტერორიზმს?! ანუ, რას ეუბნები, რომ საქართველოში მოახდინოს სამხედრო ინტერვენცია?!“, – განაცხადა ჭეიშვილმა.
როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში ირანის თემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.