ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ვუყურებთ ფარულ, დახურულ შეხვედრებს გერმანიის ელჩთან, ქალბატონი ლომჯარიასი და იმ წარმომადგენლებისა, რომელთა პოლიტიკური გზავნილი ყოველთვის იყო ერთი – საქართველო იმსახურებს სანქციებს

„ჩვენ ვუყურებთ ფარულ, დახურულ შეხვედრებს გერმანიის ელჩთან, ქალბატონი ლომჯარიასი და იმ წარმომადგენლებისა, რომელთა პოლიტიკური გზავნილი ყოველთვის იყო ერთი – საქართველო იმსახურებს სანქციებს,”- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გერმანიის ელჩისა და ნინო ლომჯარიას შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გზავნილით ლომჯარია და გერმანიის ელჩი, ასევე გარკვეული ძალები ევროკავშირიდან საქართველოს მოქალაქეებს ესაუბრებიან.

„ჩვენ ვუყურებთ ფარულ, დახურულ შეხვედრებს გერმანიის ელჩთან, ქალბატონი ლომჯარიასი და იმ წარმომადგენლებისა, რომელთა პოლიტიკური გზავნილი ყოველთვის იყო ერთი – საქართველო იმსახურებს სანქციებს. თუ არ დავუწესებთ სანქციებს, ისე ქართველი ხალხის გაბრაზებას, თუ ქართველი ხალხის ანტისამთავრობო განწყობილებების მიღებას ვერ ვაღწევთ – აი, ეს არის ის გზავნილი, რითაც ლომჯარია და გერმანიის ელჩი და გარკვეული ძალები ევროკავშირიდან ეპყრობიან და ელაპარაკებიან საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით,  გუშინ ნინო ლომჯარია, სხვა თანამოაზრეებთან, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ე.წ. „ახალი გაერთიანების“ წევრებთან ერთად გერმანიის ელჩთან იმყოფებოდა და შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები