არჩილ გორდულაძე – საქართველო მშვიდობის კუნძულად არის დარჩენილი მაშინ, როცა არაერთ ქვეყანაში ომი მძვინვარებს
“საქართველო მშვიდობის კუნძულად არის დარჩენილი მაშინ, როცა არაერთ ქვეყანაში ომი მძვინვარებს,” – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„როგორ შეიძლება, საკუთარ სამშობლოზე ასე საუბრობდე, სუსტი წერტილები მონიშნო და სიცრუე გაავრცელო, რომ თითქოს ირანს ვეხმარებით სანქციების გვერდის ავლაში. ქვეყნის გარშემო ლამის ომის ქარ-ცეცხლი ტრიალებს და ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯები ცივი გონებით გადავდგათ. საქართველო მშვიდობის კუნძულად არის დარჩენილი მაშინ, როცა არაერთ ქვეყანაში ომი მძვინვარებს. ტაივანის ერთ-ერთი აგენტი, რომელიც გავლენის აგენტია და ტაილანდიდან ფინანსდება, საქართველოს დასაზიანებლად ნაბიჯებს დგამს და ეს გასაკვირი არ არის“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, თინა ხიდაშელმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.