ლევან მახაშვილი – აშშ-ში ვიზიტების მთავარი მიზანია საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ეს იქნება მთავარი საზომი
“აშშ-ში ვიზიტების მთავარი მიზანია საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ეს იქნება მთავარი საზომი,”- ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„მსგავსი სახის ვიზიტები და კომუნიკაცია იმ მიზანს ემსახურება, რომ ერთმანეთის ინტერესებში გავერკვეთ და ეს ინტერესები დავაახლოოთ, რამდენადაც იქნება შესაძლებელი. ამ ვიზიტის მთავარი მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ორივე მხარეს გაგვეცვალა საერთო ინტერესები და პოზიციები, რასაც ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს. ამიტომ ამ მხრივ ნაყოფიერი და საინტერესო ვიზიტი იყო. იმედია, მსგავსი კომუნიკაცია გაგრძელდება. მთავარი მიზანია, არა უბრალოდ საუბარი საუბრისთვის, არამედ იყოს კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც მიღებული და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს. ეს იქნება მთავარი საზომი ამ სახის ვიზიტების და შეხვედრების“, – განაცხადა მახაშვილმა.