მწვანილის ექსპორტის ღირებულება 22%-ით გაიზარდა

მწვანილის ექსპორტის ღირებულება 22%-ით, ხოლო რაოდენობა 15%-ით გაიზარდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 1.1 მლნ აშშ დოლარის 503 ტონა მწვანილი. წინა წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, ექსპორტირებული მწვანილის ღირებულება 22%-ით, ხოლო რაოდენობა 15%-ით გაიზარდა.

მწვანილის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, ბულგარეთი და სხვა. ამასთან, მზარდია მწვანილის საექსპორტო ფასი. 2025 წელს კილოგრამი მწვანილის საექსპორტო ფასმა 2.12 $-ს მიაღწია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები