თებერვალში ვაშლის ექსპორტის მოცულობა 54%-ით გაიზრდა

თებერვალში ვაშლის ექსპორტის მოცულობა 54%-ით, ღირებულება კი, 86%-ით (1.4 მლნ აშშ დოლარი) გაიზრდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 28 თებერვალის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 3.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4.1 ათასი ტონა ვაშლი.

მზარდია როგორც ვაშლის ექსპორტის რაოდენობა, ასევე საშუალო საექსპორტო ფასი.

1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0.73 $-ია, რაც 16% -ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 21%- ით გაიზარდა თებერვლის თვეში და 0.76$/კგ დაფიქსირდა.

ვაშლის ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია (15 083 ტონა); ასევე, 665 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, 150 ტონა ბელარუსში , 110 ტონა სომხეთში და 44 ტონა სხვა ქვეყნებში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები