“როდესაც გიგა ავალიანი ემზადებოდა დედის დაბადების დღის აღსანიშნავად, ბრალდებულები ემზადებოდნენ მასზე ძალადობის განსახორციელებლად” – პროკურორი

“დღევანდელ სასამართლო პროცესზე წერტილი დაესვა ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, რასაც მხარე აპელირებს, რომ გიგა ავალიანს თავის დარტყმით განუვითარდა ტრავმა”, – ამის შესახებ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

როგორც პროკურორმა განმარტა, სამედიცინო ექსპერტმა ცალსახად დაადასტურა, რომ გიგა ავალიანს მიყენებული აქვს დაზიანება წინ, შუბლის მიდამოში, საიდანაც დაიწყო მოტეხილობის ბზარი და გაგრძელდა უკან მიმართულებით.

“შესაბამისად, სპეკულაციას ექსპერტებმა დაუსვეს წერტილი.

მინდა, აღვნიშნო, რომ მაშინ, როდესაც გიგა ავალიანი ემზადებოდა დედის დაბადების დღის აღსანიშნავად, ბრალდებულები ემზადებოდნენ გიგა ავალიანისთვის ძალადობის განსახორციელებლად. მაშინ, როდესაც გიგა ავალიანი ყიდულობდა სახლისათვის პროდუქტებს, ბრალდებულები ყიდულობდნენ ელექტროშოკს და სხვა საგნებს. ეს არის მოცემულობა, რომელიც ამ საქმეში არის რეალობა და გიგა ავალიანი ზუსტად ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად გარდაიცვალა“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა, ჯამურად, 4 პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები