აშშ-ის ირანზე თავდასხმის შემდეგი ფაზა კიდევ უფრო ინტენსიური იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
„ირანისთვის შემდეგი ფაზა კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე ახლაა“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს კაპიტოლიუმში.
მისივე თქმით, ვაშინგტონი ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ კიდევ უფრო ძლიერ დარტყმებზე გადავა.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია შესაძლოა ოთხიდან ხუთ კვირამდე გაგრძელდეს, ვიდრე თავდაპირველად იყო შეფასებული.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.