ტრამპი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დროს სახმელეთო ჯარების გამოყენება საჭირო არ იქნება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის შესაძლებლობა სრულად არ გამორიცხა და განაცხადა, რომ „ადგილზე ჯარების განთავსება, სავარაუდოდ, საჭირო არ იქნება“.
„მე არ მეშინია [ირანის წინააღმდეგ] ჯარების გაგზავნის – როგორც ყველა პრეზიდენტი ამბობს: „ადგილზე ჯარები არ იქნებიან“. მე ამას არ ვამბობ… მე ვამბობ: „ისინი [ჯარები] ალბათ არ იქნებიან საჭირო“ ან „თუ საჭიროება იქნება“, – იტყობინება New York Post-ი ამერიკელი ლიდერის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანის სამიზნეებზე დარტყმები დაიწყეს. ამასთან, ირანი საპასუხო დარტყმებს ახორციელებს ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე.