აშშ საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.

როგორც შესაბამის განცხადებაშია აღნიშნული, ლიბანში ახლა ვითარება არასტაბილური და არაპროგნოზირებადია, განსაკუთრებით კი – ბეირუთის სამხრეთით.

„მოვუწოდებთ აშშ-ის მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ ლიბანში. ქვეყანაში თუ იმყოფებით, გაემგზავრეთ ლიბანიდან ახლავე, ვიდრე კომერციული ფრენები ხელმისაწვდომია“, – აღნიშნულია ბეირუთში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ბეირუთში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები