“რადიკალები არიან უმძიმეს მდგომარეობაში – ისინი არიან პოლიტიკურ აგონიაში და უსუსური მიზეზებით ცდილობენ, რომ გაექცნენ დისკუსიას” – თორნიკე ჭეიშვილი

“რადიკალები არიან უმძიმეს მდგომარეობაში – ისინი არიან პოლიტიკურ აგონიაში და ამ აგონიაში მყოფები უსუსური მიზეზებით ცდილობენ, რომ გაექცნენ დისკუსიას და შინაარსობრივ მსჯელობას, რადგან იციან, რომ არ აქვთ რეალური არგუმენტები”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

ის ვარდენ მაჭავარიანის მიერ დებატებში არმონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა.

„ეს არის მორიგი გადაგდებული ხავსი ბრიტანეთის მხრიდან რადიკალური დაჯგუფებებისადმი, რომ მათ როგორმე იმართლონ თავი საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, თუ რატომ გაურბიან საგნობრივ დისკუსიას“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა ვარდენ მაჭავარიანმა, რომელიც სამი თვეა – მმართველ გუნდს დებატებში იწვევს, „იმედის“ შეთავაზებაზე – დებატებში მიიღოს მონაწილეობა, უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები