„დიფ სთეითისგან“ მართული, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება თავს ესხმის არა მხოლოდ თავისუფალ სიტყვას, არამედ შეურცხყოფას აყენებს ათასობით ადამიანს, ვინც ამ ტელევიზიებს უყურებს” – გორდულაძე
“ბიბისის“ ე.წ. ფილმი და რეალურად – პროპაგანდისტური მასალა აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, პოლიტიკური მიზნით იყო შექმნილი. ანალოგიურია „დიფ სთეითისგან“ მართული, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც თავს ესხმის არა მხოლოდ თავისუფალ სიტყვას და მედიას, არამედ შეურცხყოფას აყენებს ათასობით ადამიანს, ვინც ამ ტელევიზიებს უყურებს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, „იმედი“ და „პოსტივი“ სიმართლეს საუბრობენ, რის გამოც აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, მაგრამ დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოზე თავდასხმას ვხედავთ.
“ორივე ტელევიზია მუშაობას აგრძელებს, ასეთი თავდასხმები შედეგს ვერ გამოიღებს. 2007 წელს, ეს მედია სააკაშვილმა დაარბია და მაშინ დიდ ბრიტანეთს ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია, ახლა კი, თავდასხმებს ახორციელებენ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.