რესპუბლიკელი სენატორი: აშშ-ის შემდეგი სამიზნე კუბა იქნება

ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შემდეგ, შეერთებული შტატების სამიზნე კუბა იქნება,- ამის შესახებ სამხრეთ კაროლინას შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრეჰემმა განაცხადა.

„შემდეგი კუბაა. მათი დღეები დათვლილია“, – განაცხადა გრეჰემმა Fox News-ის ეთერში.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპი რესპუბლიკელებისთვის, შესაძლოა ნებისმიერი პრეზიდენტისთვისაც კი, საგარეო პოლიტიკაში ოქროს სტანდარტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები