ქუვეითმა რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ განაცხადა
ქუვეითის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
უწყების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ეკიპაჟის წევრებმა კატაპულტირება მოახერხეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამხედროები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, ირანის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ამერიკული F-15 გამანადგურებლები ჩამოაგდეს.
„ქუვეითში რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა და მათი ეკიპაჟები გადაარჩინეს“, – იტყობინება სახელმწიფო სააგენტო თავდაცვის სამინისტროს მითითებით.
მომხდართან დაკავშირებით, ამერიკული მხარის ოფიციალური კომენტარი არ გავრცელებულა.