30 ოქტომბერი

10:30-ზე ექსპერტი ნიკა ჩიტიძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

10:30

„შერატონში“ აღსრულების კანონმდებლობის გაუმჯობესების პროექტის, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. რომელზეც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი კაიდო სირელი სიტყვით გამოვლენ.

11:00-ზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაზარალებული და გაკოტრებული გამომცემლობების ხელმძღვანელები საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რატომ გაკოტრდნენ გამომცემლობები და რაში ადანაშაულებენ სამინისტროს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.

11:00
თბილისის საკრებულოში, კულტურისა და განათლების კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის თემურ თორდინავას ანგარიშს მოისმენენ.
11:00
მთავრობის ადმინისტრაციაში მე-8 სართულზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, გერმანიის ბუნდესტაგის წევრს კარინ სტრენზს შეხვდება.
11:00
სასტუმრო “ვერე პალასის” საკონფერენციო დარბაზში, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე, ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი, მორიგ სამუშაო შეხვედრას გამართავს.
11:30
“პირველ პრესკლუბში” “ერეკლე II საზოგადობის” ახალგაზრდული ფრთა და “ქართველთა კავშირი” ახალი პროექტის პრეზენტაციას გამართავენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: სანდრო ბრეგაძესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული განცხადება.
12:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფორუმი “საქართველოს და კავკასიის ეკონომიკური განვითარების საპროგნოზო ანგარიში 2014-2019 წწ” გაიმართება. ფორუმის ორგანიზატორია „ანალიზისა და პროგნოზირების ცეტრი”. მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 115 (მელიქიშვილის სახ. აუდიტორია)
12:00
“პირველ პრესკლუბში” კლუბ “ფორმულა 51”-ის და პროექტის ორგანიზატორი ლიკა ჭელიძე და კლუბის პრომოუტერი დუდა ხარჩილავა პრეკონფერენციას გამართავენ. თემა: პროექტის „ფორმულა 51“ ფარგლებში, საქართველოში გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი High-Tech Minimal-ის ავტორი ბორის ბრეჟა ჩამოდის. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. ქუთაისი, პარლამენტის სასახლე, დარბაზი N304
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ექსპერტ-პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: 15 ნოემბრის აქცია, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე.

12:00
ევროკავშირ–საქართველოს ბიზნესსაბჭოსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს, სსიპ სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი გაფორმდება. მისამართი: ზანდუკელის ქ. №3 საკონტაქტო პირი: ნინო მჭედლიშვილი 599 97 85 27
12:00
“ქორთოარდ მერიოტში” საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, 2014 წლის პირველი ნახევრის ანგარიშს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით წარმოადგენს.
12:15
“პირველ პრესკლუბში” “არასაპარლამენტო ოპოზიციის” წარმომადგენელი ნინო ბორჩხაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 15 ნოემბრის დაანონსებული აქცია, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

12:30
“პირველ პრესკლუბში” „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უშიშროების საბჭოს სხდომა, მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვის გადადება, მიმდინატრე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე, 15 ნოემბრის აქცია, რესპუბლიკელების ახალი ინიციატივა.

13:00
“პირველ პრესკლუბში” „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უშიშროების საბჭოს სხდომა, მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვის გადადება, არეულობა კოალიციაში, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
სასტუმრო „ტიფლის პალასში“, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, პროექტ „მობილური გიდები“-ს მონაწილე 60 გიდს სერთიფიკატს გადასცემს. მისამართი: გორგასლის 3
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ეროვნულ რელიგიური ინსტიტუტი” – „ახალი თაობა-დემოკრატიული საქართველოსთვის“ „მებრძოლ პატრიოტთა კავშირი“ ბრიფინგს გამართავენ. თემა: წალკა ქართული მოსახლეობისგან იცლება, თბილისში ორშაბათიდან წალკის მოსახლეობა აქციებს იწყებს.
14:00
„ფრონტლაინ ჯორჯია კლუბში“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით გამართულ მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე: „შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული კონტექსტის შემუშავება“ მონაწილეობას მიიღებს. მისამართი: ლადო ასათიანის ქ.N62
14:00
კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას ექსტრადირების მოთხოვნით, საბერძნეთის საელჩოსთან მოქალაქეთა ჯგუფი საპროტესტო აქციას გამართავს. მისამართი: ტაბიძის ქ. №37 საკონტაქტო პირი: ირაკლი ონიანი 598 70 77 13

14:00
კრწანისში, თავდაცვის სამინისტროს პოლიგონზე სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი”, 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, სროლის სხვადასხვა სახეობაში ჟურნალისტების დახურულ სამოყვარულო შეჯიბრებას გამართავს.
15:00
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული სემინარის მონაწილე, თბილისისა და სვანეთის საჯარო სკოლების მასწავლებლებს სიტყვით მიმართავს. მისამართი: გუდიაშვილისქ.N7
15:00
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, ქალაქ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრას გამართავს. ქუთაისი, პარლამენტის სასახლე, C კორპუსი, ნული სართული, ბრიფინგების ოთახი
20:00
“ივენთ ჰოლში”, თურქეთის კულტურის დღეების ფარგლებში, ჯაზის ახალგაზრდა შემსრულებელი ბილალ ქარამანი კვარტეტთან ერთად ჯაზის საღამოს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები