ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) შტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა, ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ შეტევითი ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.
„ჩვენ დავიწყეთ შეტევა ჰეზბოლას წინააღმდეგ. ჩვენ ვახორციელებთ არა მხოლოდ თავდაცვას, არამედ შეტევაზეც ვართ. უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ბრძოლისთვის“, – განაცხადა ზამირმა სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრაზე.