დღეს დილით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ბეირუთში „ჰეზბოლას“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, მოჰამედ რაადი დაიღუპა.
არაბული ტელეარხი „ალ-ჰადათის” ინფორმაციით, თელ-ავივის სამხრეთ გარეუბანში მომხდარი თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.
მანამდე, ისრაელზე ბეირუთსა და ლიბანიდან განხორციელებულ სარაკეტო და დრონებით თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო. მათი თქმით, ეს თავდასხმები ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მკვლელობის საპასუხო ქმედება იყო.
ისრაელმა ლიბანზე საარტილერიო-საჰაერო ოპერაცია მას შემდეგ განახორციელა, რაც ლიბანის პრეზიდენტმა ჯოზეფ აუნმა განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ რაკეტების გაშვება რეგიონული კონფლიქტის დასრულების მცდელობებს აზიანებდა.
“დღეს გამთენიისას ლიბანიდან რაკეტების გაშვება აზიანებს ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობის მცდელობებს და ამცირებს რეგიონში დიპლომატიური გზით კონფლიქტის მოგვარების შანსებს“, – აღნიშნა ლიბანის სახელმწიფოს მეთაურმა.
ცნობისთვის, გასული წლის დეკემბერში ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას სამიზნეები დაბომბა. დარტყმების სამიზნე სასწავლო კომპლექსი, სამხედრო ობიექტები და რაკეტების გამშვები პუნქტი იყო. თელ-ავივი აცხადებს, რომ ისინი ისრაელის ჯარისკაცების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად გამოიყენეს.