ზურაბ ქადაგიძე: ღიმილის მომგვრელია, რომ ვინც ცოტა ხნის წინ გვიკიჟინებდა, ავტოკრატიისკენ მიდიხართო, დღეს ზუსტად ეს ევრობიუროკრატები გვთხოვენ გამოცდილების გაზიარებას

„ხალხის ძალის” წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე, მედიასთან გამოეხმაურა ევროსაბჭოს თხოვნას საქართველოს მიმართ, გაუზიაროს გამოცდილება უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. ქადაგიძემ განაცხადა, რომ ევრობიუროკრატები ცოტა ხნის წინ, საქართველოს ბრალს სდებდნენ ავტოკრატიისკენ სვლაში. დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოსთან „მასწავლებლის” პოზიციიდან ურთიერთობა:

„ევროკავშირი ყველა პარტნიორს უნდა ესაუბროს თანაბარუფლებიანობის პრინციპიდან გამომდინარე. რეალურად, სწორედ ესაა ევროპული ღირებულება და არა ის ფსევდო ღირებულება, როცა მასწავლებლის პოზიციიდან გვესაუბრებოდნენ თავიანთ „მოსწავლეს” – განაცხადა დეპუტატმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელმა უნდა დაიბრუნოს რეალობის აღქმა.

„ღიმილის მომგვრელია, რომ ვინც ცოტა ხნის წინ გვიკიჟინებდა, ავტოკრატიისკენ მიდიხართო, დღეს ზუსტად ეს ევრობიუროკრატები გვთხოვენ გამოცდილების გაზიარებას. ჩვენ მართლაც შეგვიძლია ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება: თუ არ უნდათ იმ ბნელ ოთახსა და აბსურდში დარჩენა, რომელშიც აღმოჩნდნენ, ყველა პარტნიორს უნდა ესაუბრონ თანაბარუფლებიანობის პრინციპიდან გამომდინარე. რეალურად, სწორედ ესაა ევროპული ღირებულება და არა ის ფსევდო ღირებულება, როცა მასწავლებლის პოზიციიდან გვესაუბრებოდნენ თავიანთ „მოსწავლეს”. ასე რომ, ბრიუსელი მიწაზე უნდა დაეშვას და დაიბრუნოს რეალობის აღქმა. მხოლოდ ამ შემთხვევაში აღარ გაუჭირდებათ ჩვენი გამოცდილების გაზიარება” – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები