“მნიშვნელოვანია, ირანში ცვლილებების ეს შანსი სწორად იქნეს გამოყენებული; ირანელი ხალხი დიდი ხნის განმავლობაში მარტო იდგა რეჟიმის წინააღმდეგ და იტანდა ძალადობას” – ზელენსკი
“მნიშვნელოვანია, რომ ირანში ცვლილებების ეს შანსი სწორად იქნეს გამოყენებული. ირანელი ხალხი დიდი ხნის განმავლობაში მარტო იდგა რეჟიმის წინააღმდეგ და იტანდა ძალადობას“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინა დეტალურად აკვირდება ირანში განვითარებულ მოვლენებს.
„დღეს ის დღეა, როდესაც თითოეულს შეგვიძლია, სამართლიანად ვთქვათ: ჩვენ გავიარეთ ეს ზამთარი, ყველაზე რთული. რუსებს სურდათ, ეს ზამთარი უკრაინისა და უკრაინელების განადგურებად ექციათ, მაგრამ უკრაინა არ დანებდა. ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ენერგეტიკული სისტემა“, – განაცხადა ზელენსკიმ.