“არსებობენ ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად აზიანებენ საქართველოს, ქართული საზოგადოების ინტერესებს” – მაკა ბოჭორიშვილი

“არსებობენ ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად აზიანებენ საქართველოს, ქართული საზოგადოების ინტერესებს და ამ ბრძოლაში ჩართული კი ვხედავთ, ვინც არის”, – ამის შესახებ გადაცემაში “იმედი კვირა” საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.

ასევე, მინისტრმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზეც ისაუბრა.

“გვაინტერესებს, თუ რა ხდება საფუძველი იმ შეფასებებისა, რომლებსაც აკეთებენ კონკრეტულ ტელევიზიებთან დაკავშირებით. შეუძლებელია, ასეთი ფაქტები არსებობდეს და შეუძლებელია, ამას რაიმე გავლენა ჰქონდეს თუნდაც, რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით. ჩვენ არანაირი არგუმენტი არ გვინახავს ამ დრომდე და არც მოველით, რომ რაიმე არგუმენტს ვნახავთ, რადგან ეს არის იმ ერთგვარი უსამართლო ბრძოლის გაგრძელება ქართული სახელმწიფოს, საზოგადოების წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ბოლო წლებში ვხედავთ“, – განმარტა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები