ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ახალმა ხელმძღვანელობამ მას მოლაპარაკებების განახლება სთხოვა, რაზეც თანახმაა
“მათ საუბარი სურთ და მეც დავთანხმდი, ამიტომ, მათ დაველაპარაკები”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The Atlantic-ს განუცხადა და აღნიშნა, რომ ირანის ახალმა ხელმძღვანელობამ მას მოლაპარაკებების განახლება სთხოვა.
“მათ საუბარი სურთ და მეც დავთანხმდი, ამიტომ, მათ დაველაპარაკები. ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. მათ უნდა გაეკეთებინათ ის, რაც ძალიან პრაქტიკული და მარტივი იყო. ძალიან დიდხანს იცდიდნენ”, – განაცხადა ტრამპმა.