“დონალდ ტრამპმა ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობით „ძალიან საშიში წითელი ხაზი“ – საიდ ხატიბზადე

“პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან საშიში წითელი ხაზი გადაკვეთა”, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საიდ ხატიბზადემ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ირანს ამერიკის მიწებამდე მიღწევა არ შეუძლია, ამიტომ სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ბაზას შეუტიოს.

“აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობით „ძალიან საშიში წითელი ხაზი“ გადაკვეთა.

“რა თქმა უნდა, რელიგიური ასპექტიდან გამომდინარე, ის დიდი რელიგიური ლიდერი იყო, ამიტომ რეგიონში და მთელ მსოფლიოში ბევრი შიიტი ამაზე რეაგირებას მოახდენს და ეს ძალიან აშკარაა, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან საშიში წითელი ხაზი გადაკვეთა“, – განაცხადა საიდ ხატიბზადემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები