შაკო კუჭაშვილი – კომპანია “მეამაზე”: იმ ტელეკომპანიასთან გასულმა რეკლამებმა უამრავი დივიდენდი მოგიტანა, ვისაც ახლა გარე დავალებით ემიჯნები – შენ იმსახურებ ბოიკოტს ქართველი ხალხისგან!

სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კომპანია “მეამა” ქართველი ხალხისგან ბოიკოტს იმსახურებს.

კუჭაშვილი ამით “მეამას” დირექტორის განცხადებას პასუხობს, რომელმაც უარი თქვა “იმედსა” და “პოს ტვ”-თან თანამშრომლობაზე.

“როცა ბიზნესი ამ ხელისუფლების პირობებში ააწყვე, ფეხზე გაიმართე, ფული იშოვე. იმ ტელეკომპანიასთან გასულმა რეკლამებმა უამრავი დივიდენდი მოგიტანა, ვისაც ახლა გარე დავალებით ემიჯნები – შენ იმსახურებ ბოიკოტს ქართველი ხალხისგან!”, – წერს კუჭაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები