პაკისტანში, აშშ-ის საკონსულოზე ირანის მხარდამჭერმა ასობით ადამიანმა შტურმის განხორციელება სცადა – დაღუპულია, სულ მცირე, 8 ადამიანი
პაკისტანში, ქალაქ კარაჩიში, აშშ-ის საკონსულოზე ირანის მხარდამჭერმა ასობით ადამიანმა შტურმის განხორციელება სცადა.
ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
მომხდარის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა.
“კარაჩის სამოქალაქო საავადმყოფოებში, სულ მცირე, რვა ცხედარი გადავასვენეთ. საკონსულოში მომხდარი ინციდენტის დროს კიდევ 20 ადამიანი დაშავდა“, – აცხადებს სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი.