დავით მათიკაშვილი: „იმედსა“ და „პოს ტვ“-თვის სანქციების დაწესებით გადაწყვიტეს, რომ საზოგადოებამ ვერ მოისმინოს მართალი სიტყვა, თავისუფალი ხმა იყოს ჩახშობილი

„იმედსა“ და „პოს ტვ“-თვის სანქციების დაწესებით გადაწყვიტეს, რომ საზოგადოებამ ვერ მოისმინოს მართალი სიტყვა, თავისუფალი ხმა იყოს ჩახშობილი, “ – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალებსა და მათთვის დავალების მიმცემებს ქვეყნის ფარგლებს გარედან აქვთ სურვილი, რომ იყოს დაქსაქსულობა.

„როგორც ჩანს, ეს ძალიან დიდ პრობლემას უქმნის რადიკალიზმის წახალისებას ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ რადიკალებსა და მათთვის დავალების მიმცემებს ქვეყნის ფარგლებს გარედან აქვთ სურვილი, არა გააერთიანონ საზოგადოება, არა შექმნან იმის შესაძლებლობა, რომ საღი მსჯელობის ჭრილში მოხვდეს თითოეული საკითხის განხილვა, არამედ იყოს დაქსაქსულობა, დაყოფა და ამ ყველაფრის ჩახშობა გადაწყვიტეს.

პირველ რიგში, ეს ბუნებრივია, ყველაზე უფრო მეტად რეიტინგული ტელევიზიისა და ასევე წამყვანი რეიტინგის მქონე ტელევიზიისთვის, ვგულისხმობ, „იმედსა“ და „პოს ტვ“-ის, მათთვის სანქციების დაწესებით გადაწყვიტეს, რომ საზოგადოებამ ვერ მოისმინოს მართალი სიტყვა, თავისუფალი ხმა იყოს ჩახშობილი და მათი აზრით, ეს ხელს შეუწყობს რადიკალიზმს, საკუთარი პროპაგანდისტული მედია საშუალებებით კიდევ უფრო მეტად დაქსაქსონ საზოგადოება და მათ თავს ტყუილი მოახვიონ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები