გიორგი ვოლსკი: დებატები არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ხელისუფლება და საღად მოაზროვნე მედიასაშუალებები უპირისპირდებიან იმ ექსტრემიზმს, რომელიც საქართველოს ქუჩებში ვითარდება
“დებატები არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ხელისუფლება და საღად მოაზროვნე მედიასაშუალებები უპირისპირდებიან იმ ექსტრემიზმს, რომელიც საქართველოს ქუჩებში ვითარდება,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, იყო მცდელობა, რომ იდეური დაპირისპირება გადმოტანილიყო პარლამენტში, საკმაოდ დიდი რაოდენობის ადგილები ჰქონდა ოპოზიციას, ამაზე კი უარი თქვეს, ვინაიდან აირჩიეს რევოლუციური გეგმა.
“დებატები არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ხელისუფლება და საღად მოაზროვნე მედიასაშუალებები უპირისპირდებიან იმ ექსტრემიზმს, რომელიც საქართველოს ქუჩებში ვითარდება. იყო მცდელობა, რომ იდეური დაპირისპირება გადმოტანილიყო პარლამენტში, საკმაოდ დიდი რაოდენობის ადგილები ჰქონდა ოპოზიციას, ამაზე კი უარი თქვეს, ვინაიდან აირჩიეს რევოლუციური გეგმა. დებატები, ამ რევოლუციურ გეგმას მნიშვნელოვნად უპირისპირდება და გარკვეულწილად არბილებს იმ ხისტ დამოკიდებულებას საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის, რომელიც სამწუხაროდ, როგორც დივერსია, ისე ხორციელდება საქართველოში,”- აცხადებს გიორგი ვოლსკი.