ლევან მახაშვილი – „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირებაზე: ეს არის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე
“ზოგიერთმა სიხარულის ცრემლები ვერც დამალა, მაგრამ მეორე მხრივ, კარგია, რომ ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა, “ – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ„იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირების საკითხზე საუბრისა განაცხადა.
„მცდელობის ნაწილი არის ის, რომ სიმართლე დაუმალონ მოსახლეობას, სიმართლე არ მივიდეს მოსახლეობამდე, რადგან რეალურად ჩვენ ვიმყოფებით ერთ დიდ, მსოფლიო საინფორმაციო ომში და ეს ადამიანები ცდილობენ, რომ მოსახლეობას დაუმალონ სიმართლე. ამიტომ, სანქციის სახითაც ეს არის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე. სწორედ ამ პროპაგანდისტული მანქანის ნაწილი არიან თავად ესენიც, ზოგი – ე.წ. მედია განზომილებით და ზოგი – პოლიტიკური განზომილებით. ამდენად, გასაგებია ეს აჟიოტაჟი. სიხარულის ეს ცრემლები ზოგიერთმა ვერც დამალა, მაგრამ მეორე მხრივ, კარგია, რომ ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა“, – განაცხადა მახაშვილმა.