პრემიერი „იმედსა“ და პოსტივი“-ზე: არა თუ გადარჩენა-არგადარჩენაზეა საუბარი, ოდნავადაც არ შეექმნება არავითარი დაბრკოლება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების რეალიზაციას ამ ორი ტელევიზიისთვის

“თქვენ ფორმალურად გქვიათ ჟურნალისტი, ფორმალურად გქვიათ ამ ადამიანების [„იმედისა“ და „პოსტივი“-ს] კოლეგა და ახლა გამოხატავთ ორი არხის ვერგადარჩენის დაუოკებელ სურვილს – ეს ტრაგიკულია”, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, „გადარჩება“ თუ არა „იმედი“ და „პოსტივი“.

„არა თუ გადარჩენა-არგადარჩემნაზეა საუბარი, მედიის თავისუფლება ამ ორი ტელეარხისთვის იქნება სრულად უზრუნველყოფილი, როგორც იყო მანამდე. არა თუ გადარჩენა არგადარჩენაზეა საუბარი, ოდნავადაც არ შეექმნება არავითარი დაბრკოლება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების რეალიზაციას ამ ორი ტელევიზიისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები