პუტინის ავადმყოფობასთან დაკავშირებით პესკოვი გავრცელებულ ჭორს უარყოფს

 

    „იტარ-ტასის“ ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ვლადიმერ პუტინის მძიმე დაავადებაზე გავრცელებულ ჭორს უარყოფს.
„ვერ მოესწრებიან, ღმერთმა დაიფაროს, ყველაფერი კარგად არის“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს „ნიუ-იორკ პოსტმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომ ვლადიმერ პუტინი რამოდენიმე წელია კიბოთი არის დაავადებული.
აღსანიშნავია, რომ ეს სტატია სატირული ხასიათისაა. როგორც ჩანს, ჟურნალისტმა რიჩარდ ჯონსონმა პუტინის პოლიტიკური აქტივობა და მიხეილ ხოდორკოვსკის ამნისტიის გადაწყვეტილება მძიმე დაავადებას შეადარა. „მას სურს, როგორც პეტრე პირველს და სტალინს, ქვეყნის საზღვრების გაფართოება“, – აცხადებს ავტორი.
გარდა ამისა, ჯონსონის ვერსიით, პრეზიდენტს გერმანელი მეგობარი კურნავს, რომელსაც „უშიშროების სამსახურში აგენტად მუშაობისას დრეზდენში შეხვდა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები