ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებები და კონსულტაციები გრძელდება. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თურალ ვალიევი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი სვანიძესთან, ერთად სოფელ ტანძიის, სენების, ბერთაკარისა და იწრიის მოსახლეობას შეხვდა და სოფლებში არსებულ საჭიროებებს გაეცნო.

“მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტული პროექტები მიმდინარე წლის ბოლომდე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხით განხორციელდება.

მოქალაქეებთან შეხვედრებს, ასევე, მერიისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები