დედამ შვილი მოკლა

დიდ ბრიტანეთში უზენაესმა სასამართლომ დედას 12 წლის ინვალიდი შვილის – ნენსის მოკვლის უფლება დართო.
ნენსი ფიცმორისი ბრმა დაიბადა, იგი ჰიდროცეფალი იყო, მას ასევე მენინგიტი და სეფსისი დაუდგინდა. გოგონა ვერ ხედავდა, ვერ ლაპარაკობდა, ვერ ჭამდა და ვერც სვამდა. მას მთელი ცხოვრება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ საავადმყოფოში ცხოვრება მოუწევდა.
ნენსის დედამ – შარლოტამ სამსახური შვილის გამო მიატოვა. მშობლისთვის ტანჯვა იყო ოპერაციის დროს აუტანელი ტკივილების გამო ნენსის ყვირილი. ამიტომ მან გადაწყვიტა, წერტილი დაესვა შვილის წამებისთვის. 12 წლის შემდეგ დედამ რთული გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც არცერთ მშობელს არ ურჩევს. შარლოტამ შვილის სიცოცხლე შეაჩერა.
შარლოტამ განცხადებით მიმართა სასამართლოს – ბოდიში მოუხადა ყველას და თხოვნით მიმართა, რომ შეეჩერებინათ შვილის წამება. შვილისადმი დედის ძლიერი სიყვარულის შემხედვარე მოსამართლემ მას სიკვდილის ნება დართო. ასეთი ფაქტი ისტორიაში პირველად მოხდა, სადაც ბავშვს, რომელიც სუნთქავს და არ იტანჯება, განუკურნებელი სენისაგან სიკვდილის უფლება მისცეს.
ნენსი 2014 წლის 21 აგვისტოს გარდაიცვალა. შარლოტა იხსენებს, რომ ეს ყველაზე საშინელი დღე იყო მის ცხოვრებაში. მას ყოველდღე ენატრება თავისი პატარა გოგონა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები