ოთხი გარდაცვლილი მოსწავლე ერთ წელიწადში – რა მოხდა ლენინგრადის რაიონის სკოლაში

ლენინგრადის რაიონის საგამოძიებო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფიზკულტურის გაკვეთილზე მოსწავლე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„2014 წლის 29 ოქტომბერს ლენინგრადის რაიონის ტელმანოვსკის საშუალო სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლე, 12 წლის გოგონა ფიზკულტურის გაკვეთილზე შეუძლოდ გახდა, გული წაუვიდა და გარდაიცვალა“, – ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.
გამოძიება დაწყებულია, ცხედარს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება. სიკვდილის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. აღსანიშნავია, რომ ფიზკულტურის გაკვეთილზე სხვადასხვა დროს უბედური შემთხვევა წარსულშიც არაერთხელ დაფიქსირდა. 2014 წლის სექტემბერში მოსწავლემ წარუმატებელი ნახტომისას თავი დაარტყა, აპრილში რვა წლის მოსწავლე შეუძლოდ გახდა, ამავე თვეში ვლადიმერის სკოლა-ინტერნატის სტუდენტი საფეხბურთო კარში დაეცა. ვერცერთი მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები