“საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით ეუთოს არეალში წინ უსწრებს დაახლოებით 30 ქვეყანას; საქართველოს გამორჩევა, როდესაც კორუფციაზე საუბრობთ, ძალიან უსამართლოა” – ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს სესიაზე სიტყვით გამოვიდა

“საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით ეუთოს არეალში წინ უსწრებს დაახლოებით 30 ქვეყანას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„თქვენ ასევე ახსენეთ კორუფცია. საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ “კორუფციის აღქმის ინდექსის” შესახებ გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშით საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პირველ ადგილზეა, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით, ეუთოს არეალში წინ უსწრებს დაახლოებით 30 ქვეყანას. ასე რომ საქართველოს გამორჩევა, როდესაც კორუფციაზე საუბრობთ, მსუბუქად რომ ვთქვათ ძალიან უსამართლოა“, – აღნიშნა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები