კახეთში ორსული ცოლი ქმარმა სასტიკად სცემა
კახეთში, დედოფლისწყაროში ოჯახური ძალადობის მორიგი ფაქტი მოხდა – 31 წლის ორსული ცოლი ქმარმა სასტიკად სცემა. ფაქტს მათი 13 წლის შვილი შეესწრო. ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი-2 ავრცელებს.
დაშავებული ქალი, მოტეხილობებითა და მრავლობითი დაჟეჟილობებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ძალადობის მსხვერპლის ფოტო მისმა ნათესავმა ინტერნეტით გაავრცელა.